
"ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 7-ის ნაცვლად, 8 აგვისტო მოიხსენია - 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავს, "ოცნების" ხელისუფლებისა და ოფიციალური მოსკოვის გარდა, ყველა დანარჩენი, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება 7 აგვისტოს გამოეხმაურა.
მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" და მისი ხელისუფლება ომის წლისთავს ყოველთვის 8 აგვისტოს ეხმაურებოდა, გამონაკლისს სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენდა - დიპლომატიური უწყება რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას, როგორც წესი, 7 აგვისტოს ავრცელებდა 2024 წლამდე.
გთავაზობთ გასულ წლებში უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებებს, რომლებიც "ნეტგაზეთმა" მოიძია:
Facebook-ზე იძებნება 2012 წლის 7 აგვისტოს განცხადებაც - შეგახსნებთ, რომ ეს ის პერიოდია, სანამ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდოდა.

ფოტო: რადიო თავისუფლება