
ამერიკის შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო კამპანია ახალ ფაზაში გადადის. დემოკრატებმა საბოლოო არჩევანი გააკეთეს და ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყეს. კამალა ჰარისი რესპუბლიკელების დამარცხებისთვის ახლა უკვე თავის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან, მინესოტას შტატის გუბერნატორ ტომ უოლზთან ერთად იბრძვის. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპის რეიტინგი სულ უფრო ქვევით მიდის - განსაკუთრებით კი იმ 7 შტატში, სადაც არჩევნების შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კანდიდატებს ამომრჩევლების დასარწმუნებლად მხოლოდ 3 თვე დარჩათ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი