5 300კვადრატული მეტრის მიწა ქუთაისში, რომელიც რამდენიმე კვირის დაფუძნებულ კომპანიას 49-წლიანი იჯარით გადაეცა. ოპოზიციასა და კორუფციის მკვლევარებს კითხვები აქვთ - რატომ შეირჩა ერთი კონკრეტული კომპანია, რომლის დამფუძნებელსაც საინვესტიციო თანხა არ აქვს. მმართველი პარტიის ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ კომპანიის მფლობელის, ვეტერანი კალთაბურთელის უკან ხელისუფლების მაღალჩინოსნები დგანან, რომლებიც ამ პროექტით სარგებელს მიღებენ.