რუსეთში, ქალს, რომელმაც უკრაინულ საქველმოქმედო ფონდში 50 დოლარი გადარიცხა, 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება

გამოქვეყნდა:

რუსეთში, რუსეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბალერინას, ქსენია კარელინას, რომელმაც უკრაინულ საქველმოქმედო ფონდში 50 დოლარი გადარიცხა, 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება - მის წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლითაა აღძრული. ქალი "დანაშაულს" აღიარებს. 

პროკურორმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მისთვის 15-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. 

მომდევნო სასამართლო სხდომა 15 აგვისტოსაა ჩანიშნული - სწორედ ამ დღეს გაირკვევა, დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე პროკურორის მოთხოვნას. 

ცნობისთვის, 33 წლის ქსენია კარელინა 2024 წლის თებერვალში, ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი