კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის დებატები 10 სექტემბერს, ABC-ის ეთერში გაიმართება

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატების, კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის დებატები 10 სექტემბერს, ABC-ის ეთერში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. 

აღნიშნულ შეთანხმებამდე, ტრამპმა ჰარისთან დებატების სამჯერ გამართვის მზადყოფნა გამოთქვა. 
პრეზიდენტობის კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, დებატები აშშ-ის მთავარი ტელევიზიების ეთერში უნდა გამართულიყო: 4 სექტემბერს - Fox News-ზე, 10 სექტემბერს NBC-ზე, 24 სექტემბერს კი ABC-ზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი