ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით მესამე მოზარდი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვენაში ტეილორ სვიფტის კონცერტზე ტერორისტული თავდასხმის აღკვეთასთან დაკავშირებით კიდევ ერთი, მესამე პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, 18 წლის ერაყის მოქალაქე ავსტრიის დედაქალაქში ხუთშაბათს საღამოს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ის, სავარაუდოდ, მთავარ ეჭვმიტანილს - ავსტრიის 19 წლის მოქალაქეს დაუკავშირდა, რომელიც წინა დღით აიყვანა პოლიციამ.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამომძიებლები სათვალთვალო კამერებს ამოწმებენ და ცდილობენ დაადგინონ ეწვია თუ არა რომელიმე ეჭვმიტანილი კონცერტის ჩატარების ადგილს წინასწარი დაზვერვისთვის.

ვენაში ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი მას შემდეგ გაუქმდა, რაც პირველი ორი ეჭვმიტანილი ტერორისტული თავდასხმის სავარაუდო მომზადებისთვის დააკავეს. ისინი 19 და 17 წლის ავსტრიის მოქალაქეები არიან. გამოძიების ფარგლებში დააკავეს და დაკითხეს 15 წლის თურქეთის მოქალაქეც, თუმცა ის ეჭვმიტანილად არ ითვლება. პირველ დაკავებულს, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდა ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალურმა დირექტორმა ფრანც რუფმა თქვა, რომ 19 წლის ეჭვმიტანილმა, სავარაუდოდ, ერთგულება აღუთქვა ისლამური სახელმწიფოს ლიდერს ივლისის დასაწყისში. ამოღებულია ქიმიური ნივთიერებები და მიმდინარეობს ექსპერტიზა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი