ვიცით, როგორ ჩამოვაშოროთ ამ ქვეყანას პრორუსული ივანიშვილის რეჟიმი, როგორ უნდა წავიყვანოთ ქვეყანა წინ | "კოალიციამ ცვლილებისთვის" გორში ოფისი გახსნა

გამოქვეყნდა:

"კოლაიციამ ცვლილებისთვის" გორში საარჩევნო შტაბი გახსნა. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს "ახალის" თანათავმჯდომარეებმა და "დროას" ლიდერმა. 

ნიკა მელიამ თქვა, რომ სჯერათ მოიპოვებენ დიდ მხარდაჭერას როგორც გორში, ისე ქვეყნის მასშტაბით, რადგან მოსახლოების უმრავლესობა აცნობიერებს, რომ ცვლილებები გარდაუვალია.

"ჩვენ ვიქნებით ყველგან, ყველა ქალაქში, დღეს შიდა ქართლში იხსნება ოთხივე რაიონულ ცენტრში ოფისი, ამ ოფისს არ უნდა ჰქონდეს და არ ექნება ტექნიკური დატვირთვა,ე ს იქნება ოფისი სადაც გადაწყდება ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონის ბედი, ერთხელ და სამუდამოდ გორელებმა ამ შემთხვევაში, უნდა ირწმუნონ, რომ გორელების მიერ იქნება განსაზღვრული პოლიტიკა გორში, კი ბატონო, მნიშვნელოვანია დედაქალაქი, პოლიტიკური ცენტრია, მაგრამ გორელმა უნდა გადაწყვიტოს გორში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი", - თქვა ნიკა მელიამ. 

მისი თქმით, სახელმწიფო უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ხალხის ინტერესი ასახოს ხელისუფლებამ.

"დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის ისტორია, არის გმირობის, წარმატების, ღირსების, სახელმწიფოს შენარჩუნებისა და წინ ყურების ისტორია, რაც გორში კარგად იციან. 

"მინდა შევპირდე ამ ქალაქს, რომ ამ ქალაქში და არც ამ ქვეყანაში, ომი არასოდეს აღარ იქნება. ჩვენ არ მოგვიწევს ყურება აქ შემოსული რუსების, ჩვენ ვერ მოვისმენთ დაბომბვის ხმებს, ჩვენ არ გვეყოლება ქუჩაში გარდაცვლილი ადამიანები, ეს არ მოხდება, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გაერთიანებულები, ჩვენ ვიცით როგორ უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენ გვერდით არის მთელი დასავლეთი. [...] ჩვენ, როგორც ქართული ოცნება გვეუბნება, კი არ გავექცევით უბედურებას, ჩვენ დავეწევით, ვიპოვით ჩვენ ბედნიერებას, ამის გაკეთება უნდა ჩვენ კოალიციას, ჩვენ ვიცით, როგორ ჩამოვაშოროთ ამ ქვეყანას პრორუსული ივანიშვილის რეჟიმი, ჩვენ ვიცით, როგორ დავიცვათ თქვენი ხმები, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით როგორ უნდა წავიყვანოთ ქვეყანა წინ, როგორ უნდა იმართებოდეს ის ისე, რომ ერთმანეთი არ დავჭამოთ, საზოგადოებაში იყოს სიმშვიდე, ქუჩებში იყოს მშვიდობა, დასავლეთს ჩვენ მოვწონდეთ და ყველაფერს გვაძლევდეს, რაც გვეკუთვნის, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ, როგორ წავიდეთ წინ და კიდევ ერთხელ, როგორ ვიყოთ ბედნიერები", - თქვა ნიკა გვარამიამ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი