2 კერძო სახლი მოსკოვში და გაქირავებით მიღებული შემოსავალი | რა შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში გამოძიებას ივანიშვილის ქონებაზე

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანაავტორობით ჩატარებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად აღმოჩენილია ივანიშვილების ოჯახის მოსკოვში არსებული 
რეზიდენციები და მიწის ნაკვეთები. ამასთან, გამოძიების მიხედვით, ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით 9 000 დოლარად აქირავებს და ამ გზით შემოსავალს იღებს, თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი. 

აღნიშნულ გამოძიებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. 

"ყველასთვის გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, მის ქონება არის სხვადასხვა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ არ იყოს რუსეთში. კარგია, რომ ეს კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, თუმცა TI-ის კვლევები რამდენიმე წელია უკვე გვაჩვენებს, რომ მის გარემოცვას, ნათესავებს, ოჯახის წევრებს, ეს ქონებები რუსეთში აქვთ", - თქვა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი რუსეთში წავა და ეს გამოძიებაც ამას ადასტურებს, რომ მისი განზრახვა, არჩევნების წაგების შემდეგ, რუსეთში თავისი საქმიანობის გაგრძელებაა.

"ერთიანობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ 2012 წელს ივანიშვილი ირწმუნებოდა, რომ რუსეთში ყველა ქონებას გაყიდდა და აღმოჩნდა, რომ პირიქით, რაც მისი კიდევ ერთი ტყუილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი