სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან | აშშ-ის ორპარტიული დელეგაცია საქართველოშია

გამოქვეყნდა:

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში, ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს. 

სენატორი შაჰინი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს, კონგრესმენი მაიკ ტერნერთან ერთად ეწვია.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, "ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს".

საელჩო აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი