
"კოალიცია ცვლილებისთვის" იტალიაში ემიგრანტებთან შეხვედრებს განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ქალაქ ბარიში გაიმართა. ოპოზიციის ლიდერებს იქ ქართველი ქალები შეხვდნენ, რომლების საკუთარი ოჯახების სარჩენად წლებია ევროპაში იმყოფებიან. კოალიციის წარმომადგენლებმა ემიგრანტებს მოუწოდეს, დროულად დარეგისტრირდნენ საელჩოში, რომ არჩევნებზე ხმის მიცემა შეძლონ. ემიგრანტების თქმით, 26 ოქტომბერის არჩევნებს რეფერენდუმის ფასი აქვს და სწორედ ამ დღეს გაკეთედება არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის.