
ჭავჭავაძის გამზირის განათებაში "თბილსერვის ჯგუფი" კომპანია "მონტაჟ ჯორჯიას" 1,5 მილიონს უხდის - ამის შესახებ ინფორმაცია "ფლანგვის დეტექტორმა" Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ორგანიზაციიის ინფორმაციით, 2012-2020 წლებში სახელმწიფომ "მონტაჟ ჯორჯიას" ჯამში 3,530,323 ლარის უტენდერო, პირდაპირი შესყიდვა გაუფორმა, აქედან 2 მილიონზე მეტი - ბოლო ორი წლის განმავლობაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, "მონტაჟ ჯორჯიას" ერთი დამფუძნებელი პაატა სულაბერიძეა და შპს "ურეკი რეზიდენსის" დირექტორი, რომლის მფლობელი 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი, 2017 წლიდან კი ბერა ივანიშვილია.