აგვისტოს დღეებში, სწორედ ომის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქართლი ხდება რეგიონი, სადაც ახალი პოლიტიკური ცენტრი - "კოალიცია ცვლილებისთვის" რეგიონულ აქტივობას იწყებს და ოფისებს ხსნის. გორი, კასპი, ქარელი და ხაშური - პოლიტიკურმა ლიდერებმა ოთხივე მუნიციპალიტეტი შემოიარეს, ადგილობრივებს საკუთარი გუნდი და პოლიტიკური ხედვა გააცნეს, ისაუბრეს პრობლემებზე. მთავარი რაც, დღეს ოპოზიციის ლიდერებთან საუბრის თემად იქცა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და ქვეყნის რუსული გავლენის ქვეშ მოქცევაა. შიდა ქართლში ხალხი თანხმდება, რომ არჩევნები - ცვლილებების დროა და "ქართული ოცნების" ხელისუფლება ოპოზიციამ უნდა შეცვალოს.