
საქართველოს რეგიონების პარალელურად, "კოალიცია ცვლილებისთვის" შეხვედრებს მართავს ევროპაშიც. იტალიაში ემიგრანტებთან ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ქალაქ ბარიში გაიმართა. ოპოზიციის ლიდერებს აქ ქართველი ქალები შეხვდნენ, რომელებიც საკუთარი ოჯახების სარჩენად წლებია ევროპაში იმყოფებიან. კოალიციის წარმომადგენლებმა ემიგრანტებს მოუწოდეს, დროულად დარეგისტრერდნენ საელჩოში, რომ არჩევნებზე ხმის მიცემა შეძლონ. თავად ემიგრანტებისთვისაც ეს შეხვედრა ძალიან ემოციური აღმოჩნდა. ყველა მათგანი თანხმდება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმის ფასი აქვს და ქართველი ხალხი გააკეთებს საბოლოო არჩევანს დასავლეთსა და რუსეთს შორის.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე