
"აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური წერილით ხდება ხელისუფლების შეფასება, როგორც პრორუსულის... ეს არის სრული კატასტროფა", - ასე ეხმაურებიან "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები, ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ წერილს.
"საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება უპრეცედენტო რამ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოფიციალური წერილით ხდება საქართველოს ხელისუფლების შეფასება, როგორც პრორუსული ხელისუფლების, რომელმაც გადაუხვია ქართველი ხალხის მიერ არჩეულ გზას დასავლეთისკენ მიმავალს. ეს არის სრული კატასტროფა არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის, არამედ ჩვენც ეს უნდა აღვიქვათ, როგორც ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მარცხი და თუ გვინდა, რომ ჩვენი განვითარება კვლავ განახლდეს და წავიდეთ წინ, ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს", - ამბობს ნიკა გვარამია.
"ამერიკის პრეზიდენტის წერილი სალომე ზურაბიშვილს, ეს არის უდიდესი მხარდაჭერა იმ ბრძოლის, რომელშიც იმყოფება მთლიანად ქართული საზოგადოება. მთელი საქართველოს მასშტაბით. და რუსთაველზე, ეს ჩანს დღეს, ყველა იმ რეგიონში, სადაც ხალხი ემზადება არჩევნებისთვის, მათ შორის იხსნება ოფისები, ჩვენი ოფისები, სხვა პარტიების ოფისები, ცვლილების მოძრაობა მიდის მთელი ქვეყნის გარშემო", - ამბობს ელენე ხოშტარია.
იხილეთ ასევე: