ბრაზილიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა | ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

ბრაზილიაში, სან პაულოს გარეუბანში, სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფისას ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 58 მგზავრი, 4 კი ეკიპაჟის წევრია. ინფორმაციას ბრაზილიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ATR-72-მა სიგნალი 13:30 საათზე დაკარგა. 

ამ დროისთვის, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მედია წერს, რომ შემთხვევის ადგილას დიდი დაკვამლიანება და ცეცხლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი