ირანი რუსეთს ასობით ბალისტიკურ რაკეტას მიაწვდის | Reuters

გამოქვეყნდა:

ირანი რუსეთს ასობით ბალისტიკურ რაკეტას მიაწვდის – ამის შესახებ reuters-ი ევროპული სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით წერს.

არსებული ცნობით, რუსული პერსონალი ამჟამად ირანში ახლო რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის სწავლებას გადის.

სააგენტო წერს, რომ სავარაუდოდ, მოსკოვისთვის მათ გადაცემასთან დაკავშირებით შეთანხმებას გასული წლის 13 დეკემბერს თეირანში მოეწერა ხელი, როდესაც ირანს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი