
წალენჯიხასა და თელავის შემდეგ "დემოკრატიის ფესტივალი" დღეს ქუთაისში იმართება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ადგილობრივი მცირე მეწარმეები, არტისტები და მოქალაქეები. ფესტივალი 4 საათზე დაიწყება და ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობის” კონცერტით დასრულდება.
DemFest-ზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია.