
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ორმხრივ ურთიერთობაში არსებულ გამოწვევებზე.
"მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების გადატვირთვისა და გაჯანსაღების აუცილებლობას და ამისთვის ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და საიმედო მოკავშირედ და იმედოვნებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების დადებით დინამიკას დაუბრუნდება," - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.