მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

თამაზ მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო - უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 1997 წელს დაბადებულმა გ.ხ.-მ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა გ.ხ.-ს დედისა და სხვა მოწმეთა გამოკითხვები. პოლიცია განაგრძობს ყველა იმ პირის გამოკითხვას, ვინც შესაძლოა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდეს. დაინიშნა ექსპერტიზები და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. გ.ხ. გადაყვანილია საავადმყოფოში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ თამაზ მეჭიაურის მძღოლმა საკუთარ სახლში თვითმკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილის მდგომაროება ამ დროისთვის მძიმეა - ის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი