წალენჯიხასა და თელავის შემდეგ, დემოკრატიის ფესტივალი დღეს ქუთაისში მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

წალენჯიხასა და თელავის შემდეგ ამჯერად ქუთაისი - ამ წუთებში ქალაქში დემოკრატიის ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი მცირე მეწარმეები, არტისტები. ღონისძიებაზე "ოცნებაც" იყო მიწვეული, თუმცა სახელისუფლებო გუნდმა მონაწილეობაზე უარი თქვა. 

ორგანიზატორების თქმით, ეს ფესტივალი პოლიტიკური პარტიებისთვის შესაძლებლობაა ამომრჩევლებს საკუთარი გეგმები გააცნონ. მოქალაქეები ფესტივალეზე ნახავენ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრებს, ასევე "ერთიანობისა" და სხვა პარტიების წარმომადგენლებს.

"ჩვენი ფესტივალის მიზანია შევქმნათ სივრცე, სადაც არაფორმალურ გარემოში მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ საჯარო, პოლიტიკურ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მეტი გაიგონ საკუთარი უფლებების შესახებ, შეხვდნენ პოლიტიკურ ლიდერებს, დაუსვან მწვავე კითხვები, და გაიგონ მეტი მათი წინასაარჩევნო პროგრამების შესახებ. ასევე გაეცნონ თბილისსა და რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, შეხვდნენ ადგილობრივ მცერე და საშუალო მეწარმეებს, დაესწრონ მათ გამოფენა-გაყიდვას ან უბრალოდ დაესწრონ საყვარელი მუსიკოსის კონცერტს", - თქვა ორგანიზატორმა, მაია მაჭავარიანმა.

საღამოს გაიმართება ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი