
ბიძინა ივანიშვილის გამხმარი ბაობაბების შესახებ კენიის კილიფის ოლქში უკვე გაიგეს. ეს ის ადგილია სადაც ოლიგარქის დავალებით 8 გიგანტი ამოთხარეს და 8 ათასი კილომეტრის იქეთ, შეკვეთილში გადმორგეს.
კენიაში დარწმუნებულები არიან, რომ ხეების გახმობის მიზეზი ორ ქვეყანას შორის კლიმატური და გეოგრაფიული სხვაობაა. თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს თავად ოლიგარქს. დენდროლოგიური პარკი ბაობაბების გახმობაში "ნაციონალურ მოძრაობასა" და "სიცრუის ტექნოლოგიას" ადანაშაულებს, მათ შორის "მთავარი არხის" ეთერში გასული რეპორტაჟებიც იგულისხმება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი.