ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

გამოქვეყნდა:

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

 "16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია დღემდე ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველებზე გავლენას ახდენს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ. აშშ რუსეთს კვლავ მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები". - წერია საელჩოს განცხადებაში.

ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ, 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. ისინი შეხვდნენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი