
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი მედიისთვის პრესკონფერენციას მართავენ. სენატორ ჯინ შაჰინმა საქართველოში გამართულ შეხვედრებზე და იმ საკითხზებზე ისაუბრა, რაზეც ყურადღება გამახვილდა ვიზიტის დროს:
"ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც წამოიწია პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალურ პირების მიერ, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია. ამერიკის შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული ამით და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი იწვევს გარკვეულ პაუზას ჩვენ ურთიერთობაში," - განაცხადა ჯინ შაჰინმა. [სინქრონული თარგმანი]