"გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები. გვსურს ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი" | შაჰინი

გამოქვეყნდა:

"გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები. გვსურს ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი," - ამის შესახებ აშშ-ის სენატორმა, ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"აქ ვიმყოფებით იმისათვის, რომ ვართ ერთგულნი საქართველოსთან, აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობისადმი, რომელიც უკვე 30 წელს ითვლის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის გზა დემოკრატიული მიმართულებით. გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები. გვსურს ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერმინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ ქვეყანაში, ისევე როგორც შესაძლებლობა მიეცეთ, ადგილობრივ დამკვირვებლებს, ვინც უზრუნველყოფს, რომ სათანადოდ ჩატარდეს არჩევნები, რაც მისცემს საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სურს ხმის მიცემა, შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა," - განაცხადა ჯინ შაჰინმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი