"მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა და მან უარი თქვა" | ჯინ შაჰინი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი მედიისთვის პრესკონფერენციას მართავენ. სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, მათი სურვილი იყო, რომ შეხვედროდნენ ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა.

"მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა და მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე. მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა შეხვედრაზე." - განაცხადა ჯინ შაჰინმა. [სინქრონული თარგმანი]

სენატორის თქმით, საქაართველოს ხელისუფლებასთან მათ თვების წინ ჰქონდათ წუხილი გამოთქმული რუსულ კანონთან დაკავშირებით და ხელისუფლება გაფრთხილებული იყო, რომ ეს გავლენას იქონიებდა აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე.

"როდესაც აქ ვიმყოფებოდი, დაახლოებით 18 თვის წინ, მაშინ საქართველოს შემოჰქონდა რუსული კანონი, გამოვხატე ორპარტიული, ორპალატიანი წუხილი ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ ეს გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას და ექნებოდა გავლენა ჩვენს ურთიერთობაზე, სამწუხაროდ ვხედავთ ამას ახლა, მთავრობის ძალისხმევის შედეგად.

მინდა გითხრათ, მიჭირს გაგება, იმ ქვეყანაში სადაც ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, სადაც კი ჩავდიოდი, გამოხატავდნენ შეშფოთებას თქვენი ქვეყნის მიმართ რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით, ოკუპაციის გაფართოებასთან დაკავშირებით და ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ქმედებებს და რაც საწინააღმდეგოა მოქალაქეების ნებისა, არ მესმის ეს, რადგან რასაც ჩვენ ვისმენთ საქართველოს მოქალაქეებთან საუბარში, ისინი ეწინააღმდეგებიან ამას. ჩვენ განვუმარტეთ ჩვენი წუხილი, მივუთითეთ რომ შედეგი ექნება ამას და ზუსტად ეს ხდება ახლა." - აღნიშნა ჯინ შაჰინმა. [სინქრონული თარგმანი]

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი