"აქ ვართ იმისთვის, რომ გავაჟღეროთ ჩვენი წუხილი... იმედგაცრუებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის" | ტერნერი

გამოქვეყნდა:

"მტკიცედ ვმუშაობდით საქართველოს მხარდასაჭერად. სამყაროში ვხედავთ ავტორიტარული რეჟიმების აგრესიულ გამოვლინებას, რომლებიც დემოკრატიას რისკის ქვეშ აყენებენ. ეს ვიხილეთ ასევე რუსეთის მხრიდან, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის სახით. გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ ამერიკას სურს იხილოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. გვაღელვებს ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის, ამისთვისაც ვართ აქ, რომ გავაჟღეროთ ჩვენი წუხილი. ასევე, შევთავაზოთ ჩვენი ერთგულება, მხარდაჭერა, რომ გაძლიერდეს და გაგრძელდეს მყარი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკას შორის. იმედგაცრუებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და ველით იმ დროს, როცა გაუმჯობესდება ეს."

ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა განაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი