"ამერიკამ შეაჩერა საქართველოსთვის დაფინანსების ნაწილი, ეს მიმოხილვის საგანია, დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზე" | მაიკ ტერნერი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი მედიისთვის პრესკონფერენციას მართავენ. სენატორმა მაიკ ტერნერმა განაცხადა, რომ ამერიკის მხრიდან გარკვეული სანქციების თუ შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზე.

"ამერიკის მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში, გვაქვს სურვილი რომ გავაგრძელოთ ორმხრივი ურთიერთობა ორ დემოკრატიას შორის. ამერიკამ შეაჩერა ნაწილი დაფინანსებისა საქართველოსთვის, რაც მიმოხილვის საგანია და დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზე. აქ რასაც ვხედავთ, ეს დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებაა და სამომავლოდ ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლას." - განაცხადა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა [სინქრონული თარგმანი]

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი