"არ ჩანს, რომ პრემიერმინისტრი დაინტერესებული იყოს ურთიერთობის გაგრძელებით" | სენატორი შაჰინი

გამოქვეყნდა:

"არ ჩანს, რომ პრემიერმინისტრი დაინტერესებული იყოს ურთიერთობის გაგრძელებით," - ამის შესახებ აშშ-ის სენატორმა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს ვუჭერდით მხარს, ვუჭერდით მხარს ეკონომიკის განვითარებას, საქართველოს მოქალაქეებს, მათ სურვილებს და იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ პრემიერმინისტრი არ არის დაინტერესებული, ან არ ჩანს რომ დაინტერესებული იყოს ამ ურთიერთობების გაგრძელებით," - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა. [სინქრონული თარგმანი]

იმედგაცრუება გამოთქვა კონგრემსენმა მაიკ ტერნერმაც. მისი თქმით, პრემიერმინისტრს პასუხისმგებლობა არ აუღია აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭებაზე.

"მსურს გამოვეხმაურო სენატორის კომენტარს, ჩემთვისაც იმედგაცრუებას იწვევდა პრემიერმინისტრის [ირაკლი კობახიძის] კომენტარი. პასუხისმგებლობა არ აუღია ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭებაზე. განცხადება არ გაუკეთებია რაიმე გეგმების შესახებ, რაც გააუმჯობესებდა საქართველოს და ამერიკას შორის, რაც მინიშნება იქნებოდა, რომ კეთდება განცხადებები ამერიკის შესახებ, მაში როდესაც ორმხრივი ურთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის გართულებულია. არ მიმაჩნია, რომ მისი განცხადება ზუსტად ასახავს ამერიკის პოზიციას, ან ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს," - განაცხადა მაიკ ტერნერმა. [სინქრონული თარგმანი]

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი