უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ გვექნება არაერთი ვიზიტი ამ რეგიონში | კობახიძე შინდისელი გმირების ხსოვნის მემორიალთან ჩავიდა

გამოქვეყნდა:

2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისში დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცისადმი მიძღვნილ დღესთან დაკავშირებით შინდისში პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე და ხელისუფლების სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. 

პრემიერმინისტრის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას. მან პირობა დადო, რომ უახლოეს კვირებში არართხელ ეწვევა აღნიშნულ რეგიონს. ასევე კობახიძემ განაცხადა, რომ მომავალ წელს შინდისელი გმირების მუზეუმი, რომლის სამუშაოებიც ამ დრომდე არ დაწყებულა, დასრულებული იქნება. 

"ჩვენი ვალია, რა თქმა უნდა, არასდროს დავივიწყოთ ის გმირობა, რომელიც მათ ჩაიდინეს და უფრო მეტიც, ეს გმირობა არის ის, რაც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს. ამ ბიჭებმა აჩვენეს გაუტეხელი ქართული სული, მათ აჩვენეს, რომ ქართული სული არის გაუტეხელი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ამ გმირების მშობლებს. 

უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ გვექნება არაერთი ვიზიტი ამ რეგიონში, რაც არის მნიშნელოვანი. რა თქმა უნდა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან და ჩვენი ვალია მაქსიმალურად ვიზრუნოთ აქ მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე. 

უახლოეს პერიოდში უკვე აქტიურად წარიმართება სამუშაოები და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, ამ დროს უკვე თქვენ აქ იხილავთ დასრულებულ მუზეუმს.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულს ეს არის აბსოლუტურად ცალკე საკითხი, რაზეც დღემდე  არცერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სასამართლო ინსტანციას არ უმსჯელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ დანაშაულის გამოძიება, რომელიც მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ჩაიდინა საქართველოში," - განაცხადა კობახიძემ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი