"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" რეგიონული ოფისების გახსნას აგრძელებს. ამჟამად ოპოზიციური ლიდერები იმერეთში იმყოფებიან. ხონისა და ვანის შემდეგ კოალიციის ლიდერებმა ოფისი სამტრედიაში გახსნეს. როგორც ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ განაცხადა, მიუხედავად დიდი პოტენციალისა, სამტრედია მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის, მაღალია უმუშევრობის და მიგრაციის დონე.
"ამ ხელისუფლების პირობებში ამ ქალაქმა თავისი სტატუსი დაკარგა, ჩვენი გამარჯვების შემდეგ სამტრედიაში უნდა გადმოვიდეს რკინიგზის დეპარტამენტი და უნდა იქცეს რკინიგზის ცენტრად," - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, როგორც სამტრედიას, ასევე მთლიანად ქვეყანას აქვს პოიტენციალი რომ გაცილებით უკეთ იცხოვროს.
"ქვეყანაში შესაძლებელია თითოეულმა ჩვენგანმა ვიცხოვროთ გაცილებით უკეთ, გვქონდეს გაცილებით მაღალი ხარისხის სტანდარტი, შესაძლებელია დამარცხდეს ოლიგარქი, კორუფცია, დამარცხდეს ხელისუფლება, რომელიც აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და ხელისუფლებაში მოვიდეს ოპოზიციური, დემოკრატიული ძალები, რომლებიც ჩაიყენებენ თავს ქართველი ხალხის სამსახურში."- აღნიშნა მელიამ.
მელიამ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ მდგომარეობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა რომ ეკონომიკის ზრდის სარგებელს მხოლოდ ელიტური ჯგუფები იღებენ, ამის საპირისპიროდ კი მოსახლეობა ღარიბდება.
მილიარდერი ადამიანის პირობებში ერთი წლის განმავლობაში 32 ათასი ადამიანია, რომელიც 450 გრამ სისხლს აბარებს, რომ 50 ლარი აიღოს. მხოლოდ 2023 წელს 10 ათასი 14 წლამდე ბავშვი წავიდა ქვეყნიდან. იცლება, სამტრედიაც იცლება. ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება იყოს უზრუნველყოფილი ელემენტარული სოციალური გარანტიით. რატომ შეიძლება რომ მარტო კალაძუის, ივანიშვილის და კობახიძის მეგობრები ცხოვრობდნენ კარგად... კოალიცია ჩემთვის პირადად გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ არა მარტო გვსურს გამარჯვება, არამედ გვჯერა წარმატების. ძალიან განსხვავებული ადამიანები ვაკომპლექტებთ უკვე კოალიციურ მმართველობას უკვე ოპოზიციაში. ამ ქვეყნისთვის მონაპოვარია კოალიციური მმართველობა, რომელიც არის ერთტურიანი არჩვენები, სადაც ყველანი ერთად უნდა მივიდეთ და ამ შემთხვევაში არჩევნების გაყალბების შანსი ერთმევა ქართულ ოცნებას.“- განაცხადა ნიკა მელიამ.