მოსახლეობა ცვლილებებს ითხოვს, ამის შესაძლებლობას კი ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს. იმერეთის რეგიონში არსებული პრობლემები დღეს ადგილობრივებმა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებს გააცნეს. კოალიციამ დღეს ვანში, ხონსა და სამტრედიაში ოფისები გახსნა. ისინი ადგილობრივებსაც ესაუბრნენ, რომლებმა ოპოზიციას რეგიონში არსებული პრობლემები გააცნეს და მათი გეგმებიც მოისმინეს.
სამტრედიაში მცირე ინციდენტიც მოხდა - "ქართული ოცნების" ტიტუშკა თავს ნიკა მელიას დაესხა. მელიას, პრეზენტაციის შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი საბა ნიკოლეიშვილი დაესხა თავს.
ავტორი: დავით კობიძე