"ყველა მილევადი რეჟიმი ასე იქცევა ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში" | ნიკა მელია მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, გუშინ სამტრედიაში "ოცნების" ტიტუშკების მხრიდან მასზე განხორციელებულ თავდასხმას შეშინებული რეჟიმის საქციელს უწოდებს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა უნდა დაასრულოს ის მანკიერი პრაქტიკა, რაც ქართულ პოლიტიკაში 30 წლის განმავლობაში არსებობს.

"მილევადი რეჟიმების საქციელია, ყველა მილევადი რეჟიმი ასე იქცევა და ივანიშვილის რეჟიმი არაა განსხვავებული ამ მხრივ. ტრაგედია ის არის რომ ყველა ხელისუფლება, ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში ასე იქცეოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში.

მაგრამ წელს 26 ოქტომბერს დასრულდება არა მხოლოდ ქართული ოცნება, არამედ დასრულდება ყველა ის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც უარსებია ამ ქვეყანაში და გაიმარჯვებს კოალიცია და ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკური კულტურა. ვიქნებით ყველგან, ვიქნებით სიმართლით და მორალური უპირატესობით. შეუძლებელია ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა გადააქციოს პროვინციულ ფეოდალიზმად, შეუძლებელია ხალხის ნება არ აისახოს 26 ოქტომბერს არჩევნების შედეგებში," - განაცხადა ნიკა მელიამ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი