კოალიცია „ცვლილებისთვის“ რეგიონულ ოფისებს დღეს ცაგერში, რაჭასა და ტყიბულში გახსნის

გამოქვეყნდა:

კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა - რეგიონებში ოფისების გახსნას აგრძელებს. ოპოზიციონერი ლიდერები ამჟამად ლეჩხუმში იმყოფებიან და ოფისს ცაგერში გახსნიან. 

გუშინ კი კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები იმერეთში იმყოფებოდნენ და სამი ოფისი გახსნეს ვანში, ხონსა და სამტრედიაში. 

კოალიციის წევრები მოსახლეობასაც ხვდებიან და მათ პრობელმებს ეცნობიან, ასევე საკუთარ ხედვებს და გეგმებს აცნობენ. 

ლეჩხუმელები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლებიც მათ რეგიონშია და ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლებისგან არც ყურადღება უგრძვნიათ და არც რაიმე სახის დახმარება. ამბობენ, რომ სოფლებში არ არის გზები, წყალი, განათება, ჭირს სამედიცინო მომსახურება. ყველაზე დიდ პრობლემად ლეჩხუმის მოსახლეობა სხვა რეგიონების მსგავსად, უმუშევრობას და ეკონომიკურ სიდუხჭირეს ასახელებს, რის გამოც რეგიონი იცლება და ხალხი ემიგრაციაში მიდის. 

ცაგერის შემდეგ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები რაჭასა და ტყიბულში გადაინაცვლებენ და რეგიონულ ოფისებს გახსნიან. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი