
ნიკა მელიაზე მომხდარ თავდასხმას მესამე პრეზიდენტი ეხმაურება და შევარდნაძისა და აბაშიძის პერიოდის თავდასხმებს ადარებს:
"რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო, პოსტვს თანხლებით, ნიკა მელიაზე.
ზუსტად ამას აკეთებდნენ შევარდნაძე, მამალაძე და ასლან აბაშიძე 2003-ში. ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს.
ჩვენ კი მეტად ორგანიზებული და ერთიანი უნდა ვიყო ვიდრე ოდესმე, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც.
ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია, არ უნდა გავაკეთებინოთ!" ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ ერთ ლიდერს, ნიკა მელიას გუშინ, 11 აგვისტოს, სამტრედიაში "ოცნების" ტიტუშკები თავს დაესხნენ.