
"ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება ვერ შეძლო. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დეპუტატები სხდომაზე დღეს შეიკრიბნენ. სხდომას „ოცნების“ გარდა ესწრებიან „ახლებისა“ და გახარიას „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. სწორედ გახარიას პარტიის წევრი, გიგა ფარულავაა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე. სხდომას არ ესწრებიან ენმ-ის დეპუტატები.
ფარულავას იმპიჩმენტი დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს. „ოცნების“ ოცივე დეპუტატმა მის გადაყენებას დაუჭირა მხარი, თუმცა საჭირო 23 ხმა მათ ვერ მოაგროვეს.
მეორე საკითხად განიხილება საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების გადაყენება, თუმცა დიდი ალბათობით „ოცნებას“ არც ამისთვის ეყოფა ხმები.
შეგახსენებთ, ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობაში ოპოზიციაა. „ოცნებას“ 20 დეპუტატი ჰყავს, "ახალს" 14, ენმ-ს 8, ხოლო "საქართველოსთვის" 3 დეპუტატი.
ავტორი: ემა გოგოხია