ტყის ხანძრები ათენთან ახლოს | ცეცხლის ჩაქრობას სამხედროებიც ცდილობენ

გამოქვეყნდა:

ათენთან ახლოს ტყის ხანძრები მძვინვარებს - ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ამ დროისთვის ხანძარი უკონტროლოა და სალიკვიდაციო სამუშაოებში ბერძენი სამხედროებიც ჩართნენ. 

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ჯარისკაცები აღმოსავლეთ მაკედონიიდან, პელოპონესიდან და ცენტრალური საბერძნეთიდან გამთენიას ჩავიდნენ. 

"ცეცხლი უკონტროლო და უკიდურესად აგრესიულია. ის მუდმივად იცვლის მიმართულებას და ეს პრობლემებს უქმნის როგორც სახმელეთო ძალებს, ასევე საჰაერო ძალებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი