შეშინებული "ოცნების" ძალადობა ოპონენტებზე | ნიკა მელიაზე თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ

გამოქვეყნდა:

დამარცხებულის სინდრომი და შეშინებული "ქართული ოცნება". მმართველი პარტია არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტიურად გადადის ძალადობრივ მეთოდებზე. ნიკა მელიაზე თავდასხმა უკვე შეფასდა, როგორც ოლიგარქის პოლიტიკური კლანის მოახლოებული მარცხის მაჩვენებელი. ინცინდენტი მაშინ მოხდა, როცა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული და მიუხედავად ათობით თვითმხილველისა და ვიდეოჩანაწერებისა, დაკავებული ამ დრომდე არავინაა. ამ ეტაპზე მოძალადე გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი