რატომ დაიმალა ბიძინა ივანიშვილი?! ამერიკელი სენატორისა და კონგრესმენის ვიზიტის შემდეგ გაჩნდა მთავარი კითხვა - რატომ არ შეხვდა მათ ბიძინა ივანიშვილი და რას ნიშნავს ეს უარი პოლიტიკური ურთიერთობებისთვის? "ქართული ოცნების" ლიდერები დღეს მთელი დღეა ოლიგარქის გამართლებას. მათი რიტორიკა ამ შემთხვევაშიც უცვლელია - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესებაში ვაშინგტონია დამნაშვე. თუმცა ამერიკელების მსგავსად მთელი ქართული პოლიტიკური და სამოქალაქო სპექტრი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის უარი ნიშნავს პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის არ არსებობას. თავად "ქართული ოცნების" წევრებიდან კი ოლიგარქის პოზიციის განმარტება პირადად პრემიერმინისტრმა სცადა.