საწვავში დახარჯული ათასობით ლარი. რა რაოდენობის ბენზინი მოიხმარეს იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებმა ბოლო ექვს თვეში, ინფორმაცია" მთავარმა არხმა" გამოითხოვა. რამდენიმე მუნიციპალიტეტმა კი კანონი დაარღვია და ინფორმაცია დამალა. ირკვევა, რომ მერიებს დიდი რაოდენობით საწვავი აქვთ მოხმარებული. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელბი არამიზნობრივ ხარჯვასა და შესაძლო დანაშაულის ნიშნებზე საუბრობენ.