"კოალიცია ცვლილებისთვის" | რეგიონული ოფისი ხარაგაულშიც გაიხსნა

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" რეგიონებში ოფისების გახსნას აგრძელებს. დღეს ახალი ოფისი ხარაგაულში გაიხსნა.

კოალიციის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან და მათ პრობელმებს ეცნობიან, ასევე საკუთარ ხედვებსა და გეგმებს უზიარებენ. 
 

ხარაგაულელები ამბობენ, რომ გუშინ გამგებლები სოფლებში დადიოდნენ და მოსახლეობას აფრთხილებდნენ, არ გასულიყვნენ ოპოზიციასთან შეხვედრაზე.

ისინი იმ პრობლემებზე საუბრობენ, რაც რეგიონს აწუხებს და მთავარი მათ შორის, ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობაა. 

ხარაგაულის შემდეგ, დღეს რეგიონულ ოფისს კოალიცია თერჯოლაში გახსნის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი