"ივანიშვილი არ არის ამაში დაინტერესებული ხალხნო, ხუმრობის გარეშე, საკუთარ მერს, თბილისის მერს, კახი კალაძეს აიძულებს, რომ დადგეს რუსთაველის გამზირზე და მისი გამხმარი ხე გამოატიროს. რატომ გვიკვირს, რომ ეს ადამიანი თავისუფალ არჩევნებს ამ ქვეყანაში მის პირობებში არ ჩაატარებს.
მადლობა ღმერთს, ჯინ შაჰინს პოზიცია აქვს შეცვლილი უკვე. 2020 წელს მას არ ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ის, რაც დღეს არის, ამიტომ ეს არის მისასალმებელი.
საერთაშორისო მეგობრები ჩვენ, ქართველ ხალხს მხარს გვიჭერენ. არის ქვეყანაში ერთტურიანი არჩევნები, რომელიც ნამდვილად არ ემსახურება ივანიშვილის ხელისუფლების ინტერესს, დანარჩენი ყველაფერი არის ჩვენ ხელთ, როგორც ვიშრომებთ, ისე ვიცხოვრებთ. მოვინდომებთ? დიდი სხვაობით მოვიგებთ"
ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აშშ-ის სენატორის, ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ერთობლივი განცხადების შეფასებისას.