აშშ პოლონეთს 96 ერთეულ მოიერიშე შვეულმფრენ Apache-ს მიაწვდის | კონტრაქტი გაფორმებულია

გამოქვეყნდა:

პოლონეთმა და აშშ-მა შეთანხმება გააფორმეს, რომელიც პოლონეთისთვის 96 ერთეული მოიერიშე შვეულმფრენის - AH-64E Apache-ს გადაცემას ითვალისწინებს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის ცნობით, Apache-ს ტიპის თვითმფრინავები Mi-24-ებს ჩაანაცვლებენ, რომელსაც პოლონეთი ამ დრომდე იყენებს. 

AH-64E Apache განკუთვნილია სამიზნეებზე დარტყმისა და დაზვერვის ჩასატარებლად

შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ 2023 წლის აგვისტოში დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც პოლონეთისთვის აღნიშნული საფრენი საშუალებების მიყიდვას 12 მილიარდ დოლარად ითვალისწინებს. 

 

 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი