10 წელზე მეტია, რაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ - თენგიზ ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ 10 წელზე მეტია, რაც "ქართული ოცნების მხარდამჭერია". მისივე თქმით, ეს მისი გააზრებული გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

მე 10 წელზე მეტია, რაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ. კორონა საერთოდ ხსენებაში არ იყო მაშინ. რატომ გვეთვლება ეს ან მინუსად, ან არაკორექტულ ქმედებად, არ ვიცი. იგივე, ბატონი კალოიანი, რომელიც ჩემზე არანაკლებ ცნობილი ექიმია და არანაკლებ მაღალი პროფესიონალი, რომელიც ღიად წავიდა პოლიტიკაში და დეპუტატობის კანდიდატია, მე მგონი. ან ძალიან ბევრი ცნობილი ექიმი, რომელიც ღიად დადის მათ კრებებზე და საარჩევნო კამპანიებში და ღიად უჭერენ მხარს. მათ მიმართ რატომ არ არის კრიტიკა, ჩვენ რამე დავაშავეთ? ეს იყო ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად 8 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს დააფუძნა, პარტია ხელისუფლებაში კი 2012 წლის 1 ოქტომბრიდანაა.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი