"პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას" - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელზეც საუბარია შეერთებული შტატების საელჩის ღია წერილში. მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა საკუთარი გზავნილით ფაქტობრივად მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ეხმიანება. წერილში შეჯამებულია სენატორ შაჰინისა და კონგრესმენ ტერნერის შეხვედრები თბილისში და ამ შეხვედრებზე განხილული თემები. მათ შორის საუბარია მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც. მთავარი კი, რასაც საელჩო განმარტავს, არის მოლოდინები "ქართული ოცნებისგან" - "ურთიერთობის გადატვირთვა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს" - აღნიშნულია წერილში.