"მთავარი არხის" ინფორმაცია დადასტურდა, კობახიძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა 

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაცია დადასტურდა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, მამუკა ჯანგულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანება კობახიძემ დღეს გამოსცა. 

"მთავარი არხმა" ამის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 20 ივნისს გაავრცელა

ამ დროისთვის უცნობია, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება, თუმცა ცნობილია ის, რომ ჯანგულაშვილი ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირია.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ჯანგულაშვილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი