მინდობით აღზრდაში 1324 ბავშვი იმყოფება | 6 თვის მონაცემები

გამოქვეყნდა:

მიმდინარე წლის 6 თვის (იანვარი-ივნისი) მონაცემებით მინდობით აღზრდაში 1324 ბავშვი იმყოფება, მათ შორის 410 შშმ ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტატისტიკაში.  ნათესაურ მინდობით აღზრდაშია 137 ბავშვი (მათ შორის 17 შშმ), რეინტეგრაციის პირობებში 451 (მათ შორის 72 შშმ), მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრებელში კი 221 ბავშვია.

გასული წლების სტატისტიკა კი ასეთია:

2020 წელი 1567 მინდობით აღზრდა
2021 წელი 1483 მინდობით აღზრდა
2022 წელი 1462 მინდობით აღზრდა
2023 წელი 1355 მინდობით აღზრდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი