"...აშშ-მა ეს ნაბიჯი [სანქციები] წინასაარჩევნოდ გადადგა - ცდილობენ გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ" | დენიელ ფრიდი

გამოქვეყნდა:

"...აშშ-მა ეს ნაბიჯი [სანქციები] წინასაარჩევნოდ გადადგა - ცდილობენ გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საუბრობს და შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ეხმაურება.

"ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია აფრთხილებს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიაზე, მის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზეა დაფუძნებული. ამერიკა არც მაშინ იყო კმაყოფილი, როდესაც 2007 წელს სააკაშვილი ხალხს არასწორად ექცეოდა, ასე რომ ეს პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არაა. მაგრამ როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" მთავრობა უფრო შორს წავიდა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას ახდენს. ბაიდენის ადმინისტრაციამ მორიგი ნაბიჯი გადადგა და დაასახელა საქართველოს მთავრობის ის წევრები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელი არიან.

[...]

ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ მათ ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ გადადგეს. ისინი ცდილობენ გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ. თუმცა, არ ვიცი, უსმენს თუ არა ამას საქართველოს მთავრობა. ეს იყო ძალიან ფრთხილად გააზრებული ნაბიჯი. ბაიდენის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არ არიან მოტივირებული რაიმე ტიპის ემოციებით, ან ბრაზით, ან რაიმე მსგავსით. ისინი ძალიან მიზანმიმართულად და დაფიქრების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მიუდგნენ ამ საკითხს", - ამბობს ფრიდი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი