აშშ-მა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქმედი ბანკი დაასანქცირა | მიზეზი ჩრდილოეთ კორეის სანქციების რეჟიმის დარღვევაა

გამოქვეყნდა:

აშშ-მა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქმედი ბანკი დაასანქცირა - მიზეზი  ჩრდილოეთ კორეის სანქციების რეჟიმის დარღვევაა. MRB Bank-ი  დროებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსული რეჟიმმა 2015 წელს დააფუძნა, ბანკმა 2017 წელს  ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცენტრალური ბანკისგან საქმიანობის ლიცენზია მიიღო.
ბანკის ვებგვერდზე არაა გამოქვეყნებული არავითარი ფინანსური ინფორმაცია, შესაბამისად, უცნობია თუ  რა შემოსავლები ჰქონდა მას გასული წლების განმავლობაში. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს ინფორმაციით, ფულის გათეთრების სქემა ორკესტრირებული იყო რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ, რომლის ნებართვითაც  დროებით ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში MRB Bank-ი დაფუძნდა და ამ ბანკის მეშვეობით მილიონობით დოლარის ოპერაციები შესრულდა კლიენტებთან, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, MRB ბანკი ევროკავშირმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკთან, ლუგანსკთან და ზაპოროჟიესთან გადარიცხვების გამო  გასულ წელს დაასანქცირა

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი