
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები ქართველ ემიგრანტებს ამჯერად სალონიკში შეხვდნენ. პარტიის წარმომადგენლებმა საბერძნეთში მყოფ მოქალაქეებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურები გააცნეს, ისაუბრეს რეგისტრაციის წესსა და საარჩევნო პროცესში მონაწილეობის აუცილებლობაზე.
ემიგრანტები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან საუბრის დროს ღიად აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მდგომარეობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაუარესდა და ახლა ყველაზე მეტად ქვეყანა ცვლილებას საჭიროებს.