კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები "ქართული ოცნების" განცხადებებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით უპრეცედენტოდ მოღალატეობრივს უწოდებენ. როგორც ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს კონკრეტული ღალატის აქტი აზიანებს საერთაშორისო სამართლის მექანიზმებს, ეს არის არაღიარების პოლიტიკა და ტერიტორიული მთლიანობა.
ელენე ხოშტარიამ ასევე ისაუბრა იმ პოლიტიკაზეც, რომლის გატარებასაც ამ მიმართულებით "კოალიცია ცვლილებისთვის" არჩევნებში "ქართული ოცნების" დამარცხების შემდეგ გეგმავს.
"ეს მოღალატეობრივი განცხადება უპრეცედენტოა, რთულია გაიხსენო სახელმწიფო, რომელიც აგრესორთან ურთიერთობაში თავის თავს და სტრატეგიულ პარტნიორებს ადანაშაულებს ომის დაწყებაში. ეს კონკრეტული ღალატის აქტი აზიანებს საერთაშორისო სამართლის მექანიზმებს, ეს არის არაღიარების პოლიტიკა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად 27 ოქტომბრიდან წარსულს უნდა ჩაბარდეს მსგავსი აქტები და ჩვენ ძალიან სწრაფად და ეფექტურად ვიმოქმედოთ საერთაშორისო ასპარეზზე. მინდა გაგიზიაროთ რას გავაკეთებთ ჩვენ კონკრეტულად გაეროში, იმისთვის რომ არა მხოლოდ ეფექტურად გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკა, არამედ მივაღწიოთ ახალ დასახულ მიზნებს. პირველი: ყველა მსგავს შემთხვევაში, როდესაც რუსეთი გაბედავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვას მოწვეული იქნება უშიშროების საბჭო და რუსეთი აგებს ამაზე პოლიტიკურ პასუხს, მეორე: ჩვენი პრიორიტეტი გაეროში იქნება დევნილების საკუთრების უფლების აღდგენა, ჩვენ ვიმუშავებთ ისეთ საერთაშორისო მექანიზმზე როგორიცაა რეპარაცია და რესტიტუცია. მესამე: გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ინსტიტუტის გამოყენება იმისთვის, რომ რუსეთმა აგოს პასუხი საქართველოში აგრესიაზე."- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
იხილეთ ასევე
16 წელი აგვისტოს ომიდან | ომში დაღუპული გმირების ისტორიები ოჯახის წევრებისგან და "ოცნების" რუსული რიტორიკა